რას გთავაზობთ ჩვენი გუნდი? რა არის ის ნატურალური მასალა, რისგანაც მზადდება სამოსი მხოლოდ თქვენთვის?

იცოდით თუ არა, რომ ტილო, როგორც სამოსად გამოსაყენებელი ნაჭერი, ჯერ კიდევ XII საუკუნეში გამოჩნდა ინდოეთის ქალაქ კალიკოში (ასე მოიხსენიებდნენ ევროპელები ქალაქ კოზიკოდეს, კერალას პროვინციაში, რომელიც ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს). XV საუკუნეში მოხდა მისი ეგვიპტეში და ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელება გუჯარათიდან და მხოლოდ XVII საუკუნიდან ხდება იგი ევროპელებისთვის ხელმისაწვდომი. მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა და პორტუგალიელმა ვაჭრებმა კარგად გაიცნეს იგი. ინდოეთის სავაჭრო გზებზე კონტროლის მოპოვებისა და ტილოს წარმოების ხელში ჩაგდების შემდეგ, სწორედ ინგლისელებმა შეიტანეს ტილო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზეც.

დღეს ტილო ფართოდ გამოიყენება ტანსაცმლისა თუ სხვადასხვა აქსესუარების შესაქმნელად. სხვადასხვა დროს იგი ხან კარგავდა პოპულარობას, ხან ისევ ტრენდული და მოდური იყო მისგან შექმნილი ავეჯი თუ ტანსაცმელი. შესაძლებელია მომხმარებლის ფანტაზიასა და კონკრეტული დიზინერის შემოქმედებითობაზე დამყარებული მასალის გამოყენება და გამრავალფეროვნება. იგი პოპულარულია თავისი ნატურალური ბუნების გამო და ჩვენი გუნდი სწორედ მას ირჩევს რათა შევქმნათ ეკო-მეგობრული პროდუქტი და თქვენი გაწყობა.

მზადდება მხოლოდ თქვენთვის.