კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Ø წესები და პირობები –

კომპანია აწარმოებს ონლაინ გაყიდვებსა და იღებს ონლაინ შეკვეთებს ვებ-გვერდის მეშვეობით.

საკონტაქტო ინფორმაცია


მობ: +995 577 188 713 / +995 577 188 722

ელ.ფოსტა: katariana.ge@gmail.com

თბილისი,საქართველო

  დაბრუნების პოლიტიკა – 

ონლაინ მაღაზიის საშუალებით ნაყიდი საქონელი შესაძლებელია გადაიცვალოს გამყიდველის საწყობში საქონლის მიწოდების დღიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში. გადასაცვლელ საქონელს უნდა ახლდეს საბანკო გადახდის ქვითარი. გადასაცვლელი საქონელი უნდა იყოს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც გაიყიდა, ყოველგვარი დაზიანებების გარეშე, არ უნდა იყოს პროდუქტის მთლიანობა დარღვეული. უნდა იყოს ყოველგვარი ჭუჭყის ან კოსმეტიკური პროდუქტების კვალის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ კლიენტს სურს შეცვალოს პროდუქტის ზომაან გადაცვალოს პროდუქტი, უნდა მიმართოს კომპანიას მეილის ან სხვა საკონტაქტო საშუალებით წინასწარ, არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ გადასაცვლელი პროდუქტი გადაცვლილ (ახალ) პროდუქტზე იაფი ღირს, მყიდველმა დარჩენილი თანხა ამ 3 სამუშაო დღეში უნდა დაფაროს. სხვაობის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გამყიდველს მიეწოდება ელექტრონულად, ელ-ფოსტის მეშვეობით. იმ შემთხვევაში თუ გადასაცვლელი პროდუქტი გადაცვლილ (ახალ) პროდუქტზე ძვირი ღირს, გამყიდველმა სხვაობის თანხა უნდა დაფაროს არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. სხვაობის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მყიდველს მიეწოდება ელექტრონულად, ელ-ფოსტის მეშვეობით.

საქონლის გადაცვლასთან დაკავშირებული ხარჯები და სატრანსპორტო ხარჯები უნდა დაფაროს კლიენტმა. საქონელი უნდა დაბრუნდეს ჩეკთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველი არ აგებს საქონელზე პასუხს. პროდუქტები უნდა დაბრუნდეს მითითებულ მისამართზე:

-მისამართი- ქ. თბილისი, ისანი-სამგორი, პაატა ჯანელიძის 44გ -ყოფილი 31 ქარხნის სამრეწველო დასახლება

  კონფიდენციალურობის პოლიტიკა –

პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და დაცვა

შპს ,,ე.მ. კანტი” არის კანონიერი ადმინისტრატორი და აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას საიტზე შემოსული ინდივიდებისგან და იღებს პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის კონფიდენციალურობა.

ინფორმაცია, რომელსაც გამყიდველი ითხოვს შეიცავს მინიმალურ ინფორმაციას კლიენტის შესახებ („ინფორმაციის მინიმალიზაცია“) და არ შეიცავს პერსონალური ინფორმაციის განსაკუთრებულ კატეგორიას („სენსიტიური ინფორმაცია“).

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც გამყიდველი ითხოვს მყიდველისაგან, კავშირშია იმ სერვისებთან, რომელსაც გამყიდველის ონლაინ მაღაზია გთავაზობთ. კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციები გამოიყენება მხოლოდ კონტაქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

გამყიდველი ვალდებულია, მყიდველისაგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია დაიცვას არაავტორიზებული და უკანონო შეღწევისაგან. მიღებული ინფორმაციების დასაცავად გაატაროს ყველა ტექნიკური ზომა.

პერსონალური ინფორმაციების დამუშავების საფუძვლებია:

ა) კლიენტის, როგორც მომხმარებლის რეგისტრაცია;

ბ) ონლაინ-მაღაზიაში რეგისტრაცია;

გ) სარეკლამო ინფორმაციების მიწოდება.

პერსონალური ინფორმაციის წარდგენით, მომხმარებელი თანახმაა მიიღოს შეკვეთის დადასტურება ელ-ფოსტით. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული შეკვეთის ადმინისტრირებისათვის. კლიენტის/მომხმარებლის თანხმობა ავტომატურად გულისხმობს გამყიდველის უფლებას მიაწოდოს მას სარეკლამო წერილები და შეთავაზებები ელ-ფოსტის მეშვეობით.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები

გამყიდველი, შპს ,,ე.მ. კანტი” ვალდებულია დაიცვას მის ხელთ არსებული კლიენტის ყველა პერსონალური ინფორმაცია თანახმად საქართველოს კანონისა „პერსონალურ ინფორმაციათა დაცვის შესახებ“.

კლიენტებს/მომხმარებლებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოს:

1.მისი პერსონალური ინფორმაციის მთლიანი ბაზა;

2. მის შესახებ არსებული პერსონალურ საინფორმაციო ბაზაში შესწორება, დამატება;

3. ინფორმაციის წაშლა.

ზემოთ აღნიშნული ქმედებების შესასრულებლად, მომხმარებელი ვალდებულია წერილობით, ადმინისტრატორისაგან მოითხოვოს ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი ქმედების შესრულება. წერილი უნდა შეიცავდეს:

ა). განმცახდებლის სახელს, მისამართს და პიროვნების იდენთიფიკაციისათვის განკუთვნილ ინფორმაციას;

ბ). მოთხოვნის აღწერას;

გ). ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმა;

დ). ხელმოწერას, შევსების თარიღს;

ე). თუ განცხადება წარმომადგენლის მიერაა წარმოდგენილი, აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების წარმოდგენა;

განაცხადი უნდა გაიგზავნოს რეგისტრირებული ფოსტით ან კურიერით იმ მისამართზე, სადაც ადმინისტრატორის მიერ რეგისტრირებული ოფისია განთავსებული.

ადმინისტრატორი, განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება და აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ელ-ფოსტით, ასევე ნებისმიერი საკურიერო სამსახურის მეშვეობით.

  მიწოდების პოლიტიკა –

საქართველოს ტერიტორიაზე შეკვეთები მიაქვს კურიერს.

მისამართზე მიტანა: თბილისში – 4 ლარი, რეგიონებში – 7-10 ლარი. თუ თქვენი შენაძენი 150 ლარს აღემატება, მაშინ მიტანა უფასოა. 

ტრანსპორტირების საფასურის გადახდა შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებისას.

მიწოდების დრო: 7 სამუშაო დღე – თბილისი, 3-10 დღე – რეგიონები.